„ზოდის“ გრანდიოზულ გათამაშებამდე 4 დღე დარჩა

„ზოდის“ გრანდიოზულ გათამაშებამდე 4 დღე დარჩა. 2022 წლის 2 იანვარს, პირველი იღბლიანი მომხმარებელი „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გამოვლინდება და გახდება CITROEN C3 AIRCROSS-ის მფლობელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ზოდი" ავრცელებს. „ზოდის“ გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება გაარემონტე და მოიგე „ზოდში“ 25 სექტემბერს, „ზოდის“ 14 წლის იუბილეზე დაიწყო.

„ზოდის“ ფილიალის თბილისის, ბათუმის, გორის, რუსთავის, მარნეულის, აუთლეთ „ზოდის“ და ზოდის ქვის საამქროს მომხმარებლებს, ყოველ 500 ლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი გადაეცემა და ავტომატურად ერთვება წამახალისებელ გათამაშებაში.

თამაშდება 2021 წლის მოდელი, ავტომობილი CITROEN C3 AIRCROSS და ორ ოთახიანი ბინა თბილისში – M²-ის მშენებარე კომპლექსში მირცხულავაზე.

გათამაშება ორ ეტაპად „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში 6 საათიანი კურიერის დაწყებამდე ე.წ დოლურას პრინციპით გაიმართება.

2022 წლის 2 იანვარს, პირველი იღბლიანი მომხმარებელი, CITROEN C3 AIRCROSS-ის მფლობელი გამოვლინდება.

ყველა გაუთამაშებელი ბილეთი მონაწილეობას მეორე ეტაპზე განაგრძობს. ფინალური გათამაშება 2022 წლის 26 მაისს გაიმართება და გამოავლენს ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელს თბილისში.

მათთვის, ვინც ვერ შეძლებს გათამაშებას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი, ინფორმაცია განთავსდება „ზოდის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 35 80 00.

„ზოდი“ გისურვებთ წარმატებას!“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა