იაგო ხვიჩიას განცხადებით, არაფერი უჩვეულო არ არის იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გორიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, არაფერი უჩვეულო არ არის იმაში, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე მცდარი იყო.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის თავიდანვე საზღვარგარეთ უნდა გადაეყვანათ.

„თუ ადამიანი არის პატიმარი, მგონი არავის გაუკვირდება, რომ ის ციხეში გადაჰყავდეთ. ამიტომ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანის შესახებ მცდარი იყო, მათ თავიდანვე, მეორე დღიდანვე უნდა მოეთხოვათ ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, რომელიც მათ მხოლოდ ახლა დაიწყეს და ამდენი დრო დაიკარგა. მთელი კამპანია რომ ჩატარებულიყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, როგორც ამას ჩვენ ვამბობდით, მგონი ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა“, - აცხადებს ხვიჩია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს