ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს

მიხეილ სააკაშვილს უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. ის კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს - არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუმჯობესება რუსთავის ციხეში ვერ მოხდება, რადგან მას შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი არ დაუსრულებია.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა წერილები გაცვალონ, რაც, მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებრივია, ამ პირობებში ვერ გაუმჯობესებდა და არის ისევ მძიმე. ის პრაქტიკულად, ვერ იღებს საკვებს, მისი მკურნალობის კურსი არ არის დასრულებული. ასევე, რთულია მისი სამედიცინო მაჩვენებლის მდგომარება ყველა ასპექტში. არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, პირიქით, მიუხედავად ამ ძალიან დიდი ტრამვისა და წამებისა, რაც მის მიმარ ხორციელდებოდა და ხორციელდება, ის ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას, არის კომუნიკაციაში თავის თანამებრძოლებთან და ბუნებრივია, აპირებს ბრძოლას, ვიდრე ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ გაიმარჯვებს და არ დაამარცხებს პირდაპირ რუსეთის ფედერაციას.

მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი ჩვენთვისაც გახლავთ მასთან შეზღუდული კომინიკაცია. გახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც პენიტენციურმა სამსახურმა სცადა ადვოკატებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაციის შეზღუდვა, როდესაც ამოაშენეს, ამოქოლეს ის ღრიჭო, საიდანაც ჩვენ წერილებს ვცვლიდით ხოლმე, რაც არის ნებისმიერი თავისუფლება აღკვეთილი პირის უფლება, ისე, რომ ამის შეზღუდვა არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში, თუ სხვა დანაშაულებრივი ნიშნები იქ არ არის, სხვა რამეს არ აწვდიან ერთმანეთს, - ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს, ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობით პასუხის მიღებას ვერ ვახერხებთ. ამას აქვს ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენთან და ქართველ საზოგადოებასთან კომუნიკაციის. ამიტომ, ცდილობენ, რომ რისი თქმაც გვინდა და რა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაც გვსურს პრეზიდენტთან, უნდა ვთქვათ ხმამაღლა და გამოთქმით იმისთვის, რომ სუს-ის რომელიმე ბიუროკრატმა, რომელიც ზის თავის კაბინეტში და ისმენს რა ხდება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების ოთახში, მოისმინოს თუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან ციხის ადმინისტრაცია ხელს იშვერს ხელმძღვანელობისკენ და არ ასახელებს არავის სახელს და გვარს. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, რომელიც თავს აქიცინებს ხოლმე ბრიფინგებზე და ინსტიტუციურ თავმოყვარეობაზე საუბრობს, დროზე აღმოფხვრას ეს უსინდისობა, ეს იაფფასიანი ხრიკი, რადგან ამას შედეგი უბრალოდ არ ექნება და სისტემა სახეს კარგავს, - კარგავს იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ შერჩენილი გვაქვს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის პირად ექიმს არ ეძლევა მასთან შესვლის უფლება.

ამასთან, ადვოკატი მოითხოვს ექიმთა კონსილიუმის ციხეში შესვლას.

„უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს. ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა შესვლის უფლება და ეს ცალკე გართულებებთან არის კავშირში, რადგან ახლა ის იმყოფება დაწესებულებაში, სადაც კონსილიუმის დასკვნით გამოუწერეს პრეპარატი, რომელიც არ სჭირდებოდა და მას ზიანს აყენებდა. ამ პირობებში, სრულფასოვანი მკურნალობა ან პენიტენციური სამსახურის ნდობა არის ნულის ტოლი, რის გამოც დაუყოვნებლივ ვითხოვთ სპეიალისტების დაშვებას, ისეთი ექიმების, რომელთაც გააჩნიათ ორივე მხარის ნდობა. ასეთები არიან კონსილიუმებში, რომელიც თავად სახელმწიფომ შექმნა, სახალხო დაცველის კონსილიუმის ჯგუფშიც და ასეთი კონსილიუმის მობილიზებისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა