დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა და ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლებენ.

„ეკომიგრანტ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს“, - განცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა. ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა 2022 წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს