ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რატომ დასრულდა კომუნალური სუბსიდიის პროგრამა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რატომ დასრულდა 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის კომუნალური სუბსიდიის პროგრამა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის, რომლის ვადა ამოიწურა. „სუბსიდია იყო ერთჯერადი ხასიათის, რომლის ვადაც ასევე ვთქვათ ამოიწურა. ჩვენს შემთხვევაში სუბსიდიებიც და დახმარების პროგრამებიც არის ყოველთვის მიზნობრივი და ორიენტირებულია იმაზე, რომ მიზნობრივად და ეფექტურად იყოს გამოყენებული და დახმარება მიიღოს ზუსტად იმ კატეგორიის ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. შესაბამისად, ყველა ტიპის სუბსიდია და დახმარება, რომელიც გამოიყოფა, სწორედ ამისკენ არის და მომავალშიც ამისკენ იქნება მიმართული. შესაბამისად, ყველა ის ნაწილი დახმარებისა თუ სუბსიდიისა, რომელიც დღეს ხორციელდება, მომავალშიც განხორციელდება და ამ მიზანს მოემსახურება“, - განაცხადა ხუციშვილმა. ამასთან, ხუციშვილმა, საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა სამინისტრო მუშაობს.

„სერვისების ნაწილში თითოეული სამინისტრო მუშაობს, რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული ის ბარიერები და პროცედურები, რასაც ბიზნესი ხვდება ამა თუ იმ ბიზნეს საქმიანობის პროცესში. შესაბამისად, ყველა სამინისტროს აქვს შესაბამისი გეგმა, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური აქტივობის აჩქარებას საქართველოში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს