ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების დაკავებით არაფერი დასრულებულა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების დაკავებით არაფერი დასრულებულა.

კითხვაზე, იყო თუ არა კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი, ან იკვეთება თუ არა აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან ვინმეს მხრიდან კომუნიკაცია, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ყველა ვერსიაზე მუშაობს.

"ამ ეტაპისთვის ამ დეტალზე ვერაფერს მოგახსენებთ. გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში მუშაობს ყველა ვერსიაზე. ამათი დაკავებით არაფერი დასრულებულა, საქმე გამოყოფილია სხვა შესაძლო მონაწილეების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ვნახოთ, რა იქნება მტკიცებულებებია მიხედვით",-განაცხადა შაიშმელაშვილმა.

კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში ბუსა ჟვანია, ან გამოიკითხა თუ არა ის, პროკურორი პასუხობს, რომ "კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიების ინტერესია".

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების დაკავებით არაფერი დასრულებულა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების დაკავებით არაფერი დასრულებულა.

კითხვაზე, იყო თუ არა კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი, ან იკვეთება თუ არა აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან ვინმეს მხრიდან კომუნიკაცია, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ყველა ვერსიაზე მუშაობს.

"ამ ეტაპისთვის ამ დეტალზე ვერაფერს მოგახსენებთ. გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში მუშაობს ყველა ვერსიაზე. ამათი დაკავებით არაფერი დასრულებულა, საქმე გამოყოფილია სხვა შესაძლო მონაწილეების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ვნახოთ, რა იქნება მტკიცებულებებია მიხედვით",-განაცხადა შაიშმელაშვილმა.

კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში ბუსა ჟვანია, ან გამოიკითხა თუ არა ის, პროკურორი პასუხობს, რომ "კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიების ინტერესია".

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო