გიორგი ბოტკოველი - ვფიქრობთ, რომ ახალი წელი ახალი ენერგიით უნდა დაგვეწყო და სწორედ ამას უკავშირდება შიდა გადაადგილებები

ვფიქრობთ, რომ ახალი წელი ახალი ენერგიით უნდა დაგვეწყო და სწორედ ამას უკავშირდება ეს შიდა გადაადგილებები. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, კობა ნაყოფია იყო აღმასრულებელი მდივანი და გადაინაცვლა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც ბოტკოველი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" პარტიის უფრო მეტ „გადახალისებაზე" ფიქრობს.

ამასთან, წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნიკა მელიას ჩანაცვლება არ განიხილება და არც ამის საჭიროება არსებობს, რადგან მისი თქმით, ნიკა მელია პარტიისთვის კარგი თავმჯდომარეა.

„ეს იყო ჩვეულებრივი შიდაპარტიული გადაადგილება. ჩვენი პარტია საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევების წინაშე იმყოფება, როგორც ხელისუფლებასთან საერთო ბრძოლის საკითხში ასევე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ახალი წელი ახალი ენერგიით უნდა დაგვეწყო და სწორედ ამას უკავშირდება ეს შიდა გადაადგილებები. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, კობა ნაყოფია იყო აღმასრულებელი მდივანი და გადაინაცვლა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ. ნიკა მელიას თავმჯდომარედ გახდომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია ორივე მოვალეობას ასრულებდა, ეს თანამდებობა ვაკანტური იყო და ახლა ნაყოფიამ დაიკავა. პეტრე ცისკარიშვილი აღმასრულებელ მდივნად აირჩა. ეს არის უბრალოდ შიდაპარტიული გადაადგილება, რომელიც ჩვენს პარტიას გამოადგება.

გადახალისება არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები შეიძლება წავიდნენ, რაღაც პოზიციების გადანაცვლება მოხდება როგორც რეგიონებში ისე თბილისის სხვადასხვა რაიონულ ორგანიზაციებში. დარწმუნებული ვარ, ახალი შემართებით უფრო მეტს გავაკეთებთ, როგორც საერთო გამარჯვების, ასევე მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის კუთხით“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. აღნიშნულ პოზიციას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა