ზვიად კორძაძის განცხადებით, დაცვის მხარეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

როგორც კორძაძე განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას, „ფულის გათეთრების" საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.

„თუ სასამართლო სამართლებრივ სივრცეში დარჩება, მოლოდინი შეიძლება იყოს ძალიან ცალსახა, ეს არის გამამართლებელი განაჩენი. ეს დადასტურდა პროცესზე, განსაკუთრებით ბოლოს, კამათის სტადიაზე, რომ ამ შემთხვევას "ფულის გათეთრებასთან" არავითარი შეხება არ აქვს და არავითარი მტკიცებულება ბრალდებას არ გააჩნია.

შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინია თუ სამართლებრივ სივრცეში დავრჩებით და დიდი იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება",- განაცხადა კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს