ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით - რა საჩუქარს უმზადებს „სიმეტრია პარკი“ თავის მობინადრეებს

ბოლო დროს ალბათ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა. პანდემიამ დამაფიქრა ადამიანურ ურთიერთობებზე, ცხოვრების წესსა და გარემოზე. ეს ყველაფერი კი ერთი სიტყვის გარშემო ერთიანდება - ჯანსაღი... ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ურთიერთობები. ბევრი ჩვენგანი უკეთ მიხვდა, რამდენად აუცილებელია გარემოს მოფრთხილება, ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ზრუნვას გარემოსა და ერთმანეთზე. ახლა უფრო მეტად დავაფასეთ და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჰარმონია შინ და გარეთ. სუფთა ჰაერი, ბუნებასთან სიახლოვე და ნაკლები ხმაური - დღეს ადამიანები ერთდროულად ქალაქთან ახლოს და თან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში არსებულ სივრცეებს ამჯობინებენ. სწორედ ასეთი სივრცე, ოქროყანა აარჩია უძრავი ქონების განვითარების კომპანიამ „სიმეტრიამ“ კერძო დასახლების „სიმეტრია პარკის“ ასაშენებლად, რომლის უნიკალურ მდებარეობას ქალაქის გულთან და ბუნებასთან თანაბარი სიახლოვე განაპირობებს. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი ოქროყანაში, სადაც ყველა დეტალზეა ნაფიქრი.

კომპანია ამ ჰარმონიაში გადასვლამდე გთავაზობთ წინასწარ მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონკრეტულ ლოკაციებზე მოგზაურობას გულისხმობს. შეიძინეთ სახლი „სიმეტრია პარკში“ და მიიღეთ მოგზაურობა საჩუქრად. „მოემზადე სიმეტრია პარკში საცხოვრებლად“ − ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც გაძლევთ შანსს მოემზადოთ ახალ სივრცეში საცხოვრებლად და იმოგზაუროთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, ჰოლანდია, შვედეთი, ისლანდია და სხვა. ეს მოგზაურობა მოგცემთ საშუალებას, განიცადოთ „სიმეტრია პარკის“ ემოციები, სანამ გადახვალთ თქვენს სახლში, ასევე პარალელი გაავლოთ ამ ქვეყნებსა და თქვენს მომავალ საცხოვრებელს შორის. თუ სიმეტრია პარკის მთავარ ხიბლს უნიკალური კლიმატი და სუფთა ჰაერი წარმოადგენს, იგივე მახასიათებლებით იწონებს თავს შვეიცარიის მთის კურორტი Zermatt, რომელიც ტბის მახლობლად მდებარეობს. არქიტექტურული დაგეგმარება, სამეზობლო და შიდა რეკრეაციული სივრცეების სიმეტრიული გადანაწილება პარკის სავიზიტო ბარათია და ჰოლანდიური ქალაქების რიტმს მოგაგონებთ. დანარჩენი პარალელების გავლება კი თქვენთვის მომინდია.

თუ თქვენ გააკეთეთ არჩევანი, იცხოვროთ ერთდროულად ქალაქის ცენტრთან ახლოს და თან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც გულისხმობს ქალაქის ხმაურისაგან შორს და რეკრეაციასთან ახლოს ყოფნას, მაშინ „სიმეტრია პარკი“ თქვენი ასრულებული ოცნება იქნება. „სიმეტრია პარკი“ ბოტანიკური ბაღიდან და მთაწმინდის პარკიდან 3 წუთის სავალზე მდებარეობს, უკავშირდება კუს ტბის სალაშქრო გზასაც, სადაც ბულბულების ჭალასაც გაივლით. ეს არის უნიკალური მდებარეობა, რომელიც ერთდროულად თბილისის ცენტრთან და ბუნებასთანაა ახლოს.

ჯანსაღ გარემოსთან ერთად კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჯანსაღი ურთიერთობები და ჯანსაღი ცხოვრების წესი. „სიმეტრია პარკის“ ნაფიქრი გარემო აერთიანებს სივრცეებს, რომელიც მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებზე. ცენტრალური პარკი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, სპა, შეხვედრების სივრცეები... ჯანსაღი სივრცეები ხელს შეუწყობს თქვენი ნებისმიერი ჰობის რეალიზებას, ეს იქნება: სირბილი, იოგა, ველოსპორტი, ლაშქრობა თუ მეგობრებთან ერთად სპორტული თამაშებით გართობა. ასევე, უფრო გამარტივდება ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

თუ აქამდე ყოველი ორშაბათიდან იწყებდით ვარჯიშს, შესაძლოა ეს ორშაბათი როგორც იქნა დადგა, რადგან გულგრილად ვერ ჩაუვლით ,,სიმეტრია პარკის’’ სავარჯიშო სივრცეებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მომსახურეობებით. ღია სივრცეში ვარჯიშის მოყვარულებს გაახარებთ ანტიალერგიული მცენარეები,

ასეთი მცენარეების შერჩევაზე „სიმეტრია პარკის“ლანდშაფტის დიზაინერების გუნდმა იზრუნა.

დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მხოლოდ მორიგი საცხოვრებელი უბანი ოქროყანაში − ეს არის ცხოვრების ახლებური სტანდარტი. „სიმეტრიას“ სურდა შეექმნა ისეთი სივრცე, რომელზეც მუდმივი მოთხოვნა იქნებოდა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ტერიტორიის უნიკალური მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და სრულყოფილი სერვისი საცხოვრებელ სახლს სასურველსა და ღირებულს ხდის.

„სიმეტრია პარკის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება, თუმცა ბინებისა და სახლების გაყიდვები უკვე დაწყებულია. თქვენ შეგიძლიათ ახლავე ისარგებლოთ აქციით „მოემზადე სიმეტრია პარკში საცხოვრებლად“, ახალ წელს შეხვდეთ ახალი სახლით და დაიბედოთ ახალი, საინტერესო, სასიამოვნო შეგრძნებები, რომლის საშუალებასაც აღნიშნული შეთავაზება გაძლევთ − აღმოაჩინე სიმეტრია პარკი შენთვის საოცნებო ქვეყანაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Facebook: Simetria Park • სიმეტრია პარკი (https://www.facebook.com/simetriapark)

https://simetriapark.ge/

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა