თეონა ჭალიძე - ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი! უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი გააზრებული მავნებლობაა თბილისის მერის მხრიდან

"სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს.

თეონა ჭალიძეს უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დედაქალაქის მერის მხრიდან მავნებლურ ნაბიჯად მიაჩნია.

„უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი და ბაზრის მოკვლევა არის გაუაზრებელი ქმედება ან გააზრებული მავნებლობა თბილისის მერის მხრიდან. ალბათ უფრო მეორე.

ბატონო კახი,

1. თუ მაინც და მაინც - საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა. გაცნობებთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სადილის მომზადება!

2. პროდუქტი რის გაცემასაც აპირებთ იქნება იმდენად მცირე, რომ იმით იგივე ეფექტის მიღწევა შეუძლებელია, რაც ერთობლივად მომზადებისას!

3. სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ კომუნალური ხარჯები და ეს დამატებით დააზარალებთ მათ!

4. სასადილოები იძულებული გახდებიან უმუშევრად დატოვონ რიგი თანამშრომლები!

5. თავი შეიკავეთ და ნუღარ მოითბობთ ხელს გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. მორიგი კორუფციული გარიგების სუნი დადგა!

6. ყოველი ჭამის დროს გაიხსენეთ რას და რა რაოდენობით ჭამენ ადამიანები და ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ერთი ორშაბათი გაატარეთ ამ მენიუზე (400 გრამი მაწვნის შეჭამანდი, 200 გრამი მანის ფაფა, 250 გრამი პური,) და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მოგცენ 40 გრამი მაწონი, 12 გრამი ხახვი, 30 გრამი ბრინჯი, მეოთხედი კვერცხი, 7 გრამი მწვანილი და თავად უნდა მოამზადოთ კერძი. დაახლოებით ამ სიტუაციაში უნდა ჩააგდოთ ადამიანები, ოჯახები სადაც ერთი, ორი ან სამი ოჯახის წევრია.ასე რომ ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი!", - წერს სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს