გრიგოლ გიორგაძე - ვთანამშრომლობთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ალიანსთან იმისათვის, რომ პულსზე გვეჭიროს ხელი, გავაკეთოთ ანალიზი, რა უნდა განხორციელდეს, რომ საფრთხეები იყოს არიდებული

ვთანამშრომლობთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ალიანსთან იმისათვის, რომ პულსზე გვეჭიროს ხელი, გვქონდეს ინფორმაცია და გავაკეთოთ ანალიზი, თუ რა უნდა განხორციელდეს, რომ საფრთხეები იყოს არიდებული და შეკავებული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-სთან ურთიერთობის ინტენსივობა იზრდება და წელს 25 საერთაშორისო სწავლება იგეგმება ქვეყანაში.

"რა სურს რუსეთის ფედერაციას ჩვენგან ეს ნათელია, ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და საფრთხეები ყოველდღიურად არსებობს, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან და ალიანსთან იმისათვის, რომ პულსზე გვეჭიროს ხელი, გვქონდეს ინფორმაცია და გავაკეთოთ ანალიზი თუ რა უნდა განხორციელდეს, რომ საფრთხეები იყოს არიდებული და შეკავებული. ჩვენი უსაფრთხოების გასაღები არის ალიანსთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაში, რაც მოიცავს თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ზრდას, სამხედრო აღჭურვას. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს, რაც არის ქვეყნის უსაფრთხოება და ნატო- ში ინტეგრაცია", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით დეპუტატებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ლაშა დარსალიას და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს მოუსმინეს. კომიტეტების სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს