„საქპატენტმა“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდი დააჯილდოვა

„საქპატენტმა“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდი დააჯილდოვა.

„კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება, სმარტ კოსტიუმი და რობოტი მასწავლებელი - 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

“საქპატენტმა“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აშშ -ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გახსნეს.

„საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანმა, ინოვაციური რობოტი მასწავლებლის შექმნისთვის, მესამე ადგილის მფლობელი გუნდი Goal Digger დააჯილდოვა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა. გარდა ამისა, მან კონკურსანტებს „საქპატენტის“ ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ვფიქრობთ სამომავლოდ იმ კონკურსანტებისთვის, რომელთა წარმოდგენილი პროექტი იქნება პატენტუნარიანი დავაწესოთ სპეციალური პრიზი. ჩავატარებთ წინასწარ საპატენტო ძიებას პატენტუნარიანობის გამოსავლენად. ჩვენ მათ სრულ მხარდაჭერას ვპირდებით პატენტის მიღების პროცესში“,- განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

“ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებლის ერთგვარი „კოლეგაა“, რომელიც დაეხმარება მას სასწავლო პროცესის მარტივად და ხალისიანად წარმართვაში: ბავშვებს შეასწავლის ანბანს, ფერებს, გეომეტრიულ ფიგურებსა და პირობით ნიშნებს, ასევე შეამოწმებს მოსწავლის მიერ ათვისებულ მასალას და შეძლებს მასთან შესაბამისი უკუკავშირის დამყარებას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე შვიდი წელია წარმატებით ტარდება. ღონისძიება უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებას, ეხმარება მათ ინოვაციური იდეებისა თუ პროექტების განხორციელებაში და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებაში.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ ათასწლეულის ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. „საქპატენტი“ კონკურსის აქტიური მხარდამჭერია და მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში. უწყება, ასევე კონკურსში მონაწილე ყველა გუნდისთვის ატარებს ტრენინგებს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ უფრო ვრცელი ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ, მათ შორის გამოგონებაზე პატენტის მოპოვებასა და „საქპატენტში“ საპატენტო განაცხადის პროცედურების გავლის თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა