ადვოკატი - სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, სამწუხაროა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან დღემდე „პინგ-პონგის“ თამაში მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მისივე თქმით, საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს სააკაშვილის ნევროლოგიური დარღვევა - ვერნიკეს ენცეფალოპათია დასრულებულია თუ განგრძობადია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა.

“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ გავიდა 14 დღეზე მეტი მას არ მისცემია საშუალება ესარგებლა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით. მის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მათ შორის საუბარია ნევროლოგიურ დარღვევებზე, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მას სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს ენცეფალოპათია დასრულებულია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა, თუ განგრძობადია. ეს არ არის სახუმარო თემა, შესაძლო გართულებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს თავი და დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით. თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღით ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ ამ ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, რისკის ქვეშ ტოვებენ და ახანგრძლივებენ არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც ადგილი აქვს სააკაშვილის მისამართით”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადვოკატი - სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, სამწუხაროა, რომ  სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან დღემდე „პინგ-პონგის“ თამაში მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მისივე თქმით, საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს სააკაშვილის ნევროლოგიური დარღვევა - ვერნიკეს ენცეფალოპათია დასრულებულია თუ განგრძობადია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა.

“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ გავიდა 14 დღეზე მეტი მას არ მისცემია საშუალება ესარგებლა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით. მის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მათ შორის საუბარია ნევროლოგიურ დარღვევებზე, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მას სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს ენცეფალოპათია დასრულებულია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა, თუ განგრძობადია. ეს არ არის სახუმარო თემა, შესაძლო გართულებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს თავი და დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით. თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღით ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ ამ ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, რისკის ქვეშ ტოვებენ და ახანგრძლივებენ არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც ადგილი აქვს სააკაშვილის მისამართით”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო