პაატა მანჯგალაძე - არ გამოვრიცხავ შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება

გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება. არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან სამომავლო გეგმაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეთანხმდნენ.

პაატა მანჯგალაძის თქმითვე, მნიშვნელოვანია ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა გამოვიდეს საკუთარი, პარტიული ინტერესებიდან და საზოგადოების საჭიროება დააყენოს წინა პლანზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის პარტია, რომელიც მართლაც გეგმით და სტრატეგიით მუშაობს. ჩვენ გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება, ასევე პარლამენტში თანაარსებობა, თანამშრომლობა პარტიების. მე არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, სადაც შევთანხმდებით. ჩვენ არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, ნებისმიერ ძალასთან გამოვალთ, დავდგებით, ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, იმ პრობლემების გადაჭრისთვის, რაც ხალხს აწუხებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხშირად ხალხის საჭიროებებზე უფრო წინ დგას პარტიული საჭიროებები. საკუთარი თავიდან და საკუთარი პოლიტიკური გადასახედიდან პოლიტიკური პროცესების დაგეგმვამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. როდესაც ვგეგმავთ რაღაცას, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს