მაკა ბულეიშვილი - სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ დადასტურება, რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელსაც სიმპტომები აქვს, სიფრთხილე არ გამოიჩინოს

კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, თუკი ადამიანს გამოუვლინდება რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელო სიმპტომები, როგორც არის სხეულის ტემპერატური მატება, ყელისა და კუნთების ტკივილი და ა.შ. აუცილებელია დარჩეს სახლში. მისი თქმით, ასეთი ადამიანები იზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ.

“ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ უფრო მეტად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს არ გავუფრთხილდეთ. ამავე დროს გვაქვს როგორც „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამები, ისე სეზონური გრიპი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის. სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ შტამის დადასტურება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც PCR ტესტითაც არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანი არ გახდეს წყარო ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში, შემდგომში შესაძლოა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ შტამი”, - განუცხადა მაკა ბულეიშვილმა "ინტერპრესნიუსს".

მისი თქმით, დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე აუცილებელია ადამიანებს წვდომა ჰქონდეთ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ