ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას აპროტესტებენ.

"ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ყველამ გავაპროტესტოთ ის, რაც ვნახეთ გუშინ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია. მე აუცილებლად ველი ქართველი ხალხისგან ამ ტრაგედიაზე პოლიტიკურ რეაგირებას, რადგანაც ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევძლოთ, რომ დავდგეთ ერთად ასეთი ტიპის საკითხებზე, როდესაც სოციალური სოლიდარობაა საჭირო, სუსტების მხარეს დგომაა საჭირო.

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ყველა ეს ადამიანი იქნას დაკმაყოფილებული საცხოვრებელი პირობებით, რადგან სადაც ისინი ცხოვრობენ არის ყოველდღიური რისკის შემცველი. მათ არ უსმენს არავინ და დაუშვებელია, ადამიანებს სიმაღლიდან გადმოხტომა უწევდეთ იმისათვის, რომ მათი ყველაზე საბაზისო სოციალური და პოლიტიკური უფლებები იქნას დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს მტკიცედ მანამ, სანამ ყველა ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც მათ გააჩნიათ, არ იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო