გრიგოლ გეგელია დევნილის გარდაცვალებაზე - გამოვიდა სინდისისგან დაცლილი აზარაშვილი და თქვა, რომ უბედური შემთხვევა იყო - ფეხი დაუცდა? არ გაბედონ, რომ ინტრიგებით  რაღაც შეთხზან

გამოვიდა სინდისისგან დაცლილი აზარაშვილი და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო - ფეხი დაუცდა? არ გაბედონ, არ იფიქრონ, რომ პროკურატურის, სუს-ის და პოლიციის ინტრიგებით რაღაც შეთხზან ,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდართან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემიდან გამოსავალი „უმაღლესი დონის პოლიტიკური ყურადღებაა“.

„ეს ადამიანები ითხოვენ არა ფუფუნებას, არა პრივილეგიას, არამედ იმას, რომ ჭერი არ ჩამოექცეთ თავზე. ეს ბევრია? გუშინ გამოვიდა სინდისისგან დაცლილი აზარაშვილი და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ეს ნორმალურია? კაცი გადახტა, რათა კოლექტიური აზარაშვილებისთვის და სისტემისთვის, რომელიც არავის და არაფერს ხედავს, ეთქვა - მე ვარსებობ. თავი მოიკლა, რადგან ცოცხლად არავინ შეიმჩნია. ამაზე გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ფეხი დაუცდა? რას ჰქვია უბედური შემთხვევა? არ გაბედონ, არ იფიქრონ, რომ პროკურატურის, სუს-ის და პოლიციის ინტრიგებით რაღაც შეთხზან. ასე იციან - ადამიანს უბედურებამდე მიიყვანენ, შემდეგ გამოლაგდებიან, უნამუსოდ დადგებიან და „ვოთსაპში“ მიღებულ „მესიჯბოქსით“ ამბობენ - ის ლოთი იყო, ის ნივთიერდამოკიდებული, ამას ფეხი დაუცდა. საშიში ხალხია. ადამიანებად არ გვიყურებენ, გვიყურებენ როგორც მასალას“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, როგორც გეგელიამ აღნიშნა, დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა წინა ხელისუფლების პრობლემაა.

“დევნილების მხოლოდ ნახევარია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. ეს არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დროს. 30 წლის განმავლობაში დევნილთა 40%-ზე მეტი და ნახევარზე ნაკლები დააკმაყოფილეს. ეს არის სახელმწიფოს კოლაფსი, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ ყველა წინა ხელისუფლების ერთად“,- განაცხადა გრიგოლ გეგლიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ