დევი ტაბიძე - პირველადმა ჯანდაცვამ იმ დონეზე ვერ ჩააბარა გამოცდა, რაც უნდა ჩაებარებინა

პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და კარგა ხანს არ დამთავრდება, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვატაროთ პირბადე, რომ დავიცვათ ერთმანეთი.

როგორც დევი ტაბიძემ აღნიშნა, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა პირველადი ჯანდაცვა და ამ სისტემის მიმართ უკმაყოფილების ინდექსი ძალიან მაღალია.

„ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ამ უხილავ მტერს. ის ჯერ არ დამთავრებულა, კარგა ხანს არ დამთავრდება. მას გააჩნია ძალიან ბევრი მუტაცია, რომლისთვისაც ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიყოთ მზად. რომელ ეტაპზე, რა ახალ სიახლეს შემოგვთავაზებს, არ ვიცით და არც არავინ იცის. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელსაც ებრძვის მთელი მსოფლიო. ჯანმო, რომელიც ძირითად ინსტრუქციას გვაძლევს და გვეუბნება, ძალიან მარტივი რამ არის, ოქროს სტანდარტია დღეისათვის, - ეს არის ნიღაბი და დავიცვათ ერთმანეთი. თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ განვახორციელეთ, წინ ვერ წავალთ.

ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა პირველადი ჯანდაცვა, დაიხურა კლინიკების გარკვეული რაოდენობა. ამ დროს თამაშის წესები შეიცვალა და შემოვიდა პირველადი ჯანდაცვა, რომელმაც პრაქტიკულად, იმ დონეზე ვერ ჩააბარა გამოცდა, რაც უნდა ჩაებარებინა, რომ უკმაყოფილების ინდექსი პირველადი ჯანდაცვის მიმართ ძალიან მაღალია“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძის თქმით, „ჯანდაცვის სისტემა დღეს ცაიტნოტის რეჟიმშია“. მისი თქმით, პანდემია "მართლაც კოშმარია დაუსრულებელი კოშმარია".

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დევი ტაბიძე - პირველადმა ჯანდაცვამ იმ დონეზე ვერ ჩააბარა გამოცდა, რაც უნდა ჩაებარებინა

პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და კარგა ხანს არ დამთავრდება, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვატაროთ პირბადე, რომ დავიცვათ ერთმანეთი.

როგორც დევი ტაბიძემ აღნიშნა, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა პირველადი ჯანდაცვა და ამ სისტემის მიმართ უკმაყოფილების ინდექსი ძალიან მაღალია.

„ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ამ უხილავ მტერს. ის ჯერ არ დამთავრებულა, კარგა ხანს არ დამთავრდება. მას გააჩნია ძალიან ბევრი მუტაცია, რომლისთვისაც ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიყოთ მზად. რომელ ეტაპზე, რა ახალ სიახლეს შემოგვთავაზებს, არ ვიცით და არც არავინ იცის. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელსაც ებრძვის მთელი მსოფლიო. ჯანმო, რომელიც ძირითად ინსტრუქციას გვაძლევს და გვეუბნება, ძალიან მარტივი რამ არის, ოქროს სტანდარტია დღეისათვის, - ეს არის ნიღაბი და დავიცვათ ერთმანეთი. თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ განვახორციელეთ, წინ ვერ წავალთ.

ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა პირველადი ჯანდაცვა, დაიხურა კლინიკების გარკვეული რაოდენობა. ამ დროს თამაშის წესები შეიცვალა და შემოვიდა პირველადი ჯანდაცვა, რომელმაც პრაქტიკულად, იმ დონეზე ვერ ჩააბარა გამოცდა, რაც უნდა ჩაებარებინა, რომ უკმაყოფილების ინდექსი პირველადი ჯანდაცვის მიმართ ძალიან მაღალია“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძის თქმით, „ჯანდაცვის სისტემა დღეს ცაიტნოტის რეჟიმშია“. მისი თქმით, პანდემია "მართლაც კოშმარია დაუსრულებელი კოშმარია".

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია