კელი დეგნანი - პარლამენტი პოლიტიკურ ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ მუშაობაში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორც საგარეო კუთხით საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე საშინაო გამოწვევებზე

განვიხილეთ მომავალი საპარლამენტო სესიის დროს მმართველი პარტიის პრიორიტეტები, მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ დღის წესრიგი ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ მუშაობაში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორც საგარეო კუთხით, საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე საშინაო გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ბევრი სოციალური საკითხი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მოგვესმინა მათი პრიორიტეტები მომდევნო საკანონმდებლო სესიებზე. მოხარული ვართ იმის მოსმენით, რომ დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები იქნება სასამართლო რეფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რაც არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი. ასევე, იქნება მუშაობა დემოკრატიის გაძლიერების ისეთ მიმართულებებზე, რომლის შესრულების პირობა საქართველომ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე დადო. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება.

განვიხილეთ რეგიონისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინის საკითხი, რუსეთის აგრესიული ქმედებები და საფრთხე, რომელიც რუსეთმა შექმნა რეგიონში და მისი აგრესიული მცდელობები, მოახდინოს ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია. ცხადია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსა და რეგიონისთვის და ასევე ყველა ჩვენგანისთვის იმ საერთაშორისო ფუნდამენტური პრინციპების დაცვის კუთხით, რომლებიც ინარჩუნებს ევროპაში მშვიდობასა და კეთილდღეობას ბოლო 30 წლის განმავლობაში. განვიხილეთ მომავალი საპარლამენტო სესიის დროს მმართველი პარტიის პრიორიტეტები, მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ დღის წესრიგი ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ მუშაობაში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე როგორც საგარეო კუთხით, საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე საშინაო გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია და ბევრი სოციალური საკითხი. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოსთან ბევრ ამ საკითხზე ვმუშაობთ, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, განათლება და რა თქმა უნდა კორონავირუსის მიმართ რეაგირება და ეკონომიკური გაჯანსაღება,“- აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა