რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „მწვანე პასორტი“ გასაუქმებელია, რადგან რეალურად „არაფრის მაქნისია“

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასორტი გასაუქმებელია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ე.წ. მწვანე პასორტი რეალურად „არაფრის მაქნისია“.

„სარესტორნო ბიზნესის გაჩერება და დღეს არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შეზღუდვები, რაც დღესდღეობით ფურცელზეა დაწერილი და ასევე ის შეზღუდვები, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა. ამით ეკონომიკა ჩერდება, კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, თანამშრომლები კარგავენ სამუშაო ადგილებს. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალებისა, რომელბიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს.

დღეს, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის სახით, ეს ადამიანები მხოლოდ ფიქცია არიან. ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია დღეს ისე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შედეგები, რომელსაც ვითვლით სტატისტიკით. მხოლოდ სტატისტიკისტები არიან გამყრელიძე და იმნაძე. მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას, რომელმაც პანდემიის ფონზე ქვეყანა არ ჩაკეტა.

„ქვეყანა არ ჩაკეტა, ქვეყანა ამოვიდა იქიდან სადაც ვიყავით და ეკონომიკა ამუშავდა. დღესე ე.წ. მწვანე პასპორტიც თუ მოიხსნება რეალურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო ადგილების გადარჩენის შესაძლებლობა იქნება“, -აცახდებს ბურჯანაძე.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „მწვანე პასორტი“ გასაუქმებელია, რადგან რეალურად „არაფრის მაქნისია“

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასორტი გასაუქმებელია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ე.წ. მწვანე პასორტი რეალურად „არაფრის მაქნისია“.

„სარესტორნო ბიზნესის გაჩერება და დღეს არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შეზღუდვები, რაც დღესდღეობით ფურცელზეა დაწერილი და ასევე ის შეზღუდვები, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა. ამით ეკონომიკა ჩერდება, კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, თანამშრომლები კარგავენ სამუშაო ადგილებს. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალებისა, რომელბიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს.

დღეს, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის სახით, ეს ადამიანები მხოლოდ ფიქცია არიან. ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია დღეს ისე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შედეგები, რომელსაც ვითვლით სტატისტიკით. მხოლოდ სტატისტიკისტები არიან გამყრელიძე და იმნაძე. მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას, რომელმაც პანდემიის ფონზე ქვეყანა არ ჩაკეტა.

„ქვეყანა არ ჩაკეტა, ქვეყანა ამოვიდა იქიდან სადაც ვიყავით და ეკონომიკა ამუშავდა. დღესე ე.წ. მწვანე პასპორტიც თუ მოიხსნება რეალურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო ადგილების გადარჩენის შესაძლებლობა იქნება“, -აცახდებს ბურჯანაძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის