მამუკა მდინარაძე - რაც რუსთავში დაფიქსირდა, ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას, ერთად იქნებიან - ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი

რაც სამეგრელოს ორ რაიონში მოხდა, დაფიქსირდა რუსთავშიც და ამ ფაქტს რეგიონებში უწოდებენ სააკაშვილის და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ "ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი და ამ პოლიტიკურ ერთობას აღარ მალავენ".

„მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა და რუსთავშიც ასე გადაწყიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან - მათ ერთმანეთი აირჩიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობამ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს დაუჭირეს მხარი და ასეთ ურთიერთშეთანხმებაში არიან დღეს რუსთავშიც.

როდესაც ჩვენ გვქონდა მოცემულობა, რომ ქვეყანაში ვიღაცებს სჯეროდათ, ერთ დროს, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში შეიძლება დაემთხვეს ორი ადამიანი, განსაკუთრებით, თუ ესენი არიან გახარია და სააკაშვილი, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, ახლა ასე აღარ არის და ქართული მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს ეს დამთხვევად არ მიაჩნია. დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება მათი პოლიტიკური კოალიციით და ერთმანეთის ასეთი მკაფიო მხარდაჭერით. საბოლოოდ, ეს ფაქტი დაფიქსირდა, დადასტურდა - ახალი და უჩვეულო არაფერი ყოფილა”, - განაცხადა მდინარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია