პროკურორი - არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ, ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული - ამნისტიაზე უგულავას თანხმობის შემთხვევაში, საქმე შეწყდება

ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ, ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავას საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, თავად ბრალდებული გიგი უგულავა არის წინააღმდეგი, მას ამნისტია შეეხოს, რის გამოც საქმის განხილვები გრძელდება. პროკურორის თქმითვე, აღნიშნულის ფონზე, საზოგადოება ნათლად ხედვას, თუ ვინ იყენებს საქმეს და სასამართლო სხდომებს პოლიტიკური მიზნებისთვის.

„საზოგადოებისთვის 3 მნიშვნელოვანი საკითხი მინდა განვმარტო, რაზეც პროცესის მსვლელობისას სპეკულირებს ბრალდებული. პირველი, საქმეში ნამდვილად წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ბრალდების მხარის ნებართვით, ბრალდებულის ადვოკატსაც აქვს ნანახი აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. მეორე, კანონის თანახმად, ცემა ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს, რასაც შედეგად ფიზიკური ტკივილი მოჰყვა. ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ, ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული. მესამე, გიორგი უგულავას თანხმობის შემთხვევაში ამნისტიაზე, საქმე შეწყდება იმავე დღე, თუმცა ვინაიდან ბრალდებული უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, სასამართლო პროცესები გრძელდება. ნათელია, ვინ ცდილობს საქმის პოლიტიზებას და სასამართლო პროცესების პოლიტიკურ ტრიბუნად ქცევას - ბრალდება, თუ ბრალდებული.

ბრალდების მხარეს ხელი არავისთვის დაუფარებია, ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ის, რომ კონფლიქტში მონაწილე 4 პირიდან, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, ერთი მხრივ, გიგი უგულავას და მეორე მხრივ, დაზარალებულის თანმხლები პირის, ორივეს წარედგინა ბრალი“, - განაცხადა გურულმა.

შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავას გარდა, საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული იყო, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. დავით პარკაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია და მას ჯარიმა აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო