სალომე სამადაშვილი - ხვალ იწყება თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში და სად არის საქართველოს ხელისუფლება, არავინ იცის - დახურულ კარს მიღმა კომუნიკაციისას გაოცებას იწვევს ხელისუფლების პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში

პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ აქ ვაკეთებთ იმას, რასაც დღეს უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება. ოპოზიციას უწევს რეალურად საკუთარ თავზე იმ ფუნქციების აღება, რასაც დღეს უნდა ახორციელებდეს მმართველი პარტია , - ამის შესახებ “ლელოს” წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დახურულ კარს მიღმა კომუნიკაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები გაოცებულები არიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციით.

„ჩვენი ვიზიტის პირველი დანიშნულება არის სოლიდარობის დაფიქსირება უკრაინელი ხალხის მიმართ. სწორედ ამ მიზნით ხვალ გვექნება შეხვედრა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში - უკრაინის რადაში, სადაც შევხვდებით როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილავთ შექმნილ ვითარებას. დავაფიქსირებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, დღეს ის ბრძოლა, რაც უკრაინაში იმართება, ჩვენი ბრძოლაც არის და ამიტომ ეს არ იქნება მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენ დავსახავთ ერთიან სამოქმედო გეგმას ორი მიმართულებით, რაზეც კონცენტრირება უნდა გააკეთოს უკრაინამ და საქართველომ: ერთი ესაა, ჩვენი ქვეყნების ინტერესების ლობირება, ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით, როგორც ნატო-ს და ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით, ასევე ძალიან საინტერესოა ახალი ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა. სამი ქვეყნის - გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და უკრაინის თანამონაწილეობით და ჩვენ დღეს გაერთიანებული სამეფოს ელჩთანაც გვქონდა შეხვედრა თბილისში და ეს იქნება ერთ-ერთი განხილვის თემა ჩვენს შეხვედრებზე აქაც.

პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ აქ ვაკეთებთ იმას, რასაც დღეს უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ, უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყანა ცდილობს, რომ მხარდაჭერა აჩვენოს სწორედ მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის ხვალ იწყება თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და ამ დროს სად არის საქართველოს ხელისუფლება არავინ არ იცის. ოპოზიციას უწევს რეალურად საკუთარ თავზე იმ ფუნქციების აღება, რასაც დღეს უნდა ახორციელებდეს მმართველი პარტია.

არსებობს დახურულ კარს მიღმა კომუნიკაციები და შემიძლია გითხრათ, რომ გაოცებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ეს ნამდვილად არ არის ის რეაქცია, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენნაირ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა