დავით მათიკაშვილის შეფასებით, უკრაინის დახმარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ხედვა ქვეყანას „საშინელებათა ფილმის“ სცენართან მიიყვანდა

ამ მოცემულობაში, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ იყოს, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნებულიყო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის დახმარებას ეხება, მათიკაშვილის შეფასებით, დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნა „საშინელებათა ფილმის“ ნაწილი იქნებოდა.

„ალბათ, ისე ძალიან სიტყვა „ვითომ“ არ უხდება ადამიანს, როგორც უხდება მიხეილ სააკაშვილს. მისი ნათქვამი ყველაფერი, მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში არის ძალიან დაკავშირებული სიტყვა „ვითომთან“. ის არის ვითომ ძალიან დიდი პატრიოტი, ამ დროს, ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. ის არის ვითომ დიდი ლიდერი, ამ დროს ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. ვითომ პატივს სცემს თავის ქვეყანას, ამ დროს არაჟნებში ჩამალული საქართველოში ჩამოდის.

შესაძლებელია, საშინელებათა ფილმის რაღაც გარკვეული ნაწილი იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს დღეს ხელისუფლებაში, ნახევრად ხუმრობით. მიხეილ სააკაშვილის გაუწონასწორებელი, დაუსაბუთებელი ამბიციები, რომელიც ტოვებს მსჯელობის საფუძველს, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა პრორუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში და მათი დაწყებული ყველა პროდასავლური ინიციატივები დასრულდა იმით, რომ 1999 წელს კავკასიიდან გაყვანილი რუსული ჯარი დაბრუნდა კავკასიაში, საქართველოში.

მათ რატომ სჭირდებათ რეზოლუცია, რომელმაც შესაძლებელია, სადღაც ვიღაცის ცხელ თავში კიდევ დამატებით ცხელი აზრები დაბადოს? მოდი ამაზე დავსვათ კითხვა და საზოგადოებას მივმართოთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც განმარტავს, თუ რას გააკეთებდა ის უკრაინაში.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემდა „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს, გაგზავნიდა პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით მათიკაშვილის შეფასებით, უკრაინის დახმარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ხედვა ქვეყანას „საშინელებათა ფილმის“ სცენართან მიიყვანდა

ამ მოცემულობაში, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ იყოს, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნებულიყო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის დახმარებას ეხება, მათიკაშვილის შეფასებით, დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნა „საშინელებათა ფილმის“ ნაწილი იქნებოდა.

„ალბათ, ისე ძალიან სიტყვა „ვითომ“ არ უხდება ადამიანს, როგორც უხდება მიხეილ სააკაშვილს. მისი ნათქვამი ყველაფერი, მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში არის ძალიან დაკავშირებული სიტყვა „ვითომთან“. ის არის ვითომ ძალიან დიდი პატრიოტი, ამ დროს, ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. ის არის ვითომ დიდი ლიდერი, ამ დროს ყველაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. ვითომ პატივს სცემს თავის ქვეყანას, ამ დროს არაჟნებში ჩამალული საქართველოში ჩამოდის.

შესაძლებელია, საშინელებათა ფილმის რაღაც გარკვეული ნაწილი იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს დღეს ხელისუფლებაში, ნახევრად ხუმრობით. მიხეილ სააკაშვილის გაუწონასწორებელი, დაუსაბუთებელი ამბიციები, რომელიც ტოვებს მსჯელობის საფუძველს, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა პრორუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში და მათი დაწყებული ყველა პროდასავლური ინიციატივები დასრულდა იმით, რომ 1999 წელს კავკასიიდან გაყვანილი რუსული ჯარი დაბრუნდა კავკასიაში, საქართველოში.

მათ რატომ სჭირდებათ რეზოლუცია, რომელმაც შესაძლებელია, სადღაც ვიღაცის ცხელ თავში კიდევ დამატებით ცხელი აზრები დაბადოს? მოდი ამაზე დავსვათ კითხვა და საზოგადოებას მივმართოთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც განმარტავს, თუ რას გააკეთებდა ის უკრაინაში.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემდა „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს, გაგზავნიდა პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო