თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების სკრინინგულ და მკურნალობისთვის აუცილებელ პროგრამებს ახორციელებს

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია, როგორც სიმსივნური დაავადებების სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქის სტატუსს ატარებს და საერთაშორისო მოძრაობაშია ჩართული. ეს გამოწვევა ქალაქებს კიბოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მართვის უზრუნველყოფის მოტივაციას აძლევს.

„კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა (UICC) 2018 წელს, ნიუ-იორკში, თბილისი ოფიციალურად გამოაცხადა, როგორც ევროპაში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პირველი დედაქალაქი. ნომინაციამდე, UICC-ის და მისი ფონდის - City Cancer Challenge წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ მიმართულებით მოქმედ პროგრამებს ადგილზე გაეცნენ.

2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა კავშირმა“ და City Cancer Challenge-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, შვიდი პროექტი ხორციელდება. დიაგნოსტიკური გამოსახულებისა და ბირთვული მედიცინის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, თბილისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები ავსტრიიდან და იტალიიდან ეწვივნენ. კერძოდ, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი PET-CT-ზე მოთხოვნის შეფასებას და რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებდა. გამოცდილების გაზიარებისა და მიღებული ცოდნის საქართველოში დანერგვის მიზნით, ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, სერბეთისა და უკრაინის წამყვან კლინიკებში, ქართველი ექსპერტების 20-ზე მეტი ვიზიტი შედგა. შემუშავდა და საერთაშორისო დონეზე განხილვის პროცესშია ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: ადაპტირებული კლინიკური მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაიდლაინები, სხვადასხვა მიმართულების განვითარების გეგმები, სასწავლო მოდულები და პროგრამები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტი დღეისთვის, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ოთხ პროგრამას ახორციელებს – დაავადებათა სკრინინგის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, ტრანსპლანტაციისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების.

„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა.

თბილისის მერიამ გასულ წელს, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 114 894 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 100 245 გამოკვლევა „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ ჩატარდა. ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 54 პირს ძვლის ტვინის გადანერგვა დაუფინანსდა, 11-ს - ღვიძლის გადანერგვა, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, 179 მოქალაქეს აუნაზღაურდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების სკრინინგულ და მკურნალობისთვის აუცილებელ პროგრამებს ახორციელებს

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია, როგორც სიმსივნური დაავადებების სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქის სტატუსს ატარებს და საერთაშორისო მოძრაობაშია ჩართული. ეს გამოწვევა ქალაქებს კიბოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მართვის უზრუნველყოფის მოტივაციას აძლევს.

„კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა (UICC) 2018 წელს, ნიუ-იორკში, თბილისი ოფიციალურად გამოაცხადა, როგორც ევროპაში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პირველი დედაქალაქი. ნომინაციამდე, UICC-ის და მისი ფონდის - City Cancer Challenge წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ მიმართულებით მოქმედ პროგრამებს ადგილზე გაეცნენ.

2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა კავშირმა“ და City Cancer Challenge-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, შვიდი პროექტი ხორციელდება. დიაგნოსტიკური გამოსახულებისა და ბირთვული მედიცინის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, თბილისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები ავსტრიიდან და იტალიიდან ეწვივნენ. კერძოდ, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი PET-CT-ზე მოთხოვნის შეფასებას და რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებდა. გამოცდილების გაზიარებისა და მიღებული ცოდნის საქართველოში დანერგვის მიზნით, ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, სერბეთისა და უკრაინის წამყვან კლინიკებში, ქართველი ექსპერტების 20-ზე მეტი ვიზიტი შედგა. შემუშავდა და საერთაშორისო დონეზე განხილვის პროცესშია ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: ადაპტირებული კლინიკური მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაიდლაინები, სხვადასხვა მიმართულების განვითარების გეგმები, სასწავლო მოდულები და პროგრამები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტი დღეისთვის, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ოთხ პროგრამას ახორციელებს – დაავადებათა სკრინინგის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, ტრანსპლანტაციისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების.

„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა.

თბილისის მერიამ გასულ წელს, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 114 894 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 100 245 გამოკვლევა „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ ჩატარდა. ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 54 პირს ძვლის ტვინის გადანერგვა დაუფინანსდა, 11-ს - ღვიძლის გადანერგვა, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, 179 მოქალაქეს აუნაზღაურდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა