ივანე ჩხაიძე - ახლა საქართველოში არის ფორმულა, 8+5 - 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა, დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი

ახლა საქართველოში არის ფორმულა, 8+5. 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა, დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, უფრო ზუსტი იქნება, თუ იზოლაციისთვის ათვლის წერტილად ავიღებთ სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს.

„საქართველოში არის ფორმულა 8+5. 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი. თუ ჩვენ შევხედავთ სუფთა პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით, ათვლის წერტილი უნდა იყოს სიმპტომების გამოვლენიდან დაწყებული. თუ ჩვენ ათვლის წერტილად ავიღებთ არა ინფიცირების სიმპტომების მაჩვენებელს, არამედ დადასტურების მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დღეებში განსხვავება იყოს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს. ანტიგენის სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ნაკლებად სპეციფიურია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონი“ არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. კონტაქტის შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხი არ აძლევს ადამიანს დარწმუნებას იმაში, რომ ის ინფიცირებული არ არის. თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი და იცით, რომ კონტაქტი იყო ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან, თქვენ გაქვთ მსუბუქი სიმპტომები და არ დაგიდასტურათ ანტიგენის სწრაფმა ტესტმა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ინფიცირებული არ ხართ. ამ ადამიანებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და მოიქცნენ ისე, როგორც ინფიცირებულები. პირველ რიგში, ვგულისხმობ იზოლაციას და არა მკურნალობას. ისეთ ადამიანებში, რომელთაც სიმპტომები აქვთ, კონტაქტი აქვთ, მაგრამ ნეგატიურია ანტიგენის სწრაფი ტესტი, არ ნიშნავს, რომ ინფიცირებული არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს