საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ყალბი ხელშეკრულებები გააფორმეს და საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება ფორმალურად შეიქმნეს, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას გამოიყენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ყალბი ხელშეკრულებები გააფორმეს და საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება ფორმალურად შეიქმნეს, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას გამოიყენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“