თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში ინფიცირებულთა 2.9% ანუ 6100 პაციენტი მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში ინფიცირებულთა 2.9% ანუ 6100 პაციენტი მკურნალობს.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე მთავარი აქცენტი კვლავაც გაკეთდა პაციენტების ნაკადების ეფექტურ მართვაზე. როგორც მოგეხსენებათ, აქტიური შემთხვევების ოდენობა 210 ათასს აღწევს. აქედან, პაციენტების უდიდესი ნაწილი იმართება ბინაზე, მხოლოდ მცირე ნაწილი, 2.9% ანუ 6100 პაციენტი არის ჰოსპიტალურ ქსელში. მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1228 პაციენტი, ხოლო რეანიმაციაში 277. შემთხვევების უდიდესი ნაწილი კვლავ ხასიათდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით, რაც ბინაზე მართვას ექვემდებარება და ოჯახის ექიმები 153 ონლაინკლინიკაში მართავენ პაციენტებს ბინაზე. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, ვაქცინაცია კვლავაც რჩება მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გავრცელების პრევენცია მოხდეს. ასევე, გრძელდება 50 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების პროგრამა, როგორც „ბუსტერ“ დოზაზე, ასევე პირველად აცრებზე. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რამდენად მაღალია „ბუსტერ“ დოზის შემდეგ დაცვა, როგორც პირველადი ინფექციის, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების კუთხით,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო