შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს იწყებს.

ვიზიტის პირველ დღეს შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ლორდთა პალატისა და თემთა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან, ასევე, უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ლონდონში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდება.

„საუბარი გვექნება, ძირითადად, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ასევე, ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ძირითადი თემები, რასაც განვიხილავთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება. ვისაუბრებთ უსაფრთხოების, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე. გართულებული პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია. საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ასევე, ვიმსჯელებთ იმ ახალი იდეის დეტალებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა - ვგულისხმობ, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სამთა ალიანსს. გვაინტერესებს, რა მიმართულებით ფიქრობენ ისინი, რომ ეს ალიანსი განვითარდეს და ასევე, ვიმსჯელებთ, ამ საუბრებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, ამ სამმხრივ ფორმატში ჩაერთოს საქართველოც“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა