ბერდია სიჭინავა - ღია შეთავაზებას ვაკეთებთ, „ოცნების“ წევრები სხდომაზე გამოცხადდნენ და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დავუჭერთ

პარტია “საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, მათი წარმომადგენლები სენაკის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადნენ და მზაობას გამოთქვამს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.

პარტია “საქართველოსთვის“ განცხადებით, მმართველი პარტია სენაკში ხელოვნურ კრიზისს ქმნის, რისი მიზანიც ამ გზით სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

როგორც პარტიის აღმასულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, სენაკის მუნიციპალიტეტი იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც მათ პოლიტიკურ პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს. ამასთან, სიჭინავას ინფორმაციით, სენაკის საკრებულოში ჩატარებული რვა სხდომიდან, ბოლო ხუთ სხდომაზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათი პარტიული ხელმძღვანელების პირდაპირი დავალებით, არ მივიდნენ და თითქმის ორი თვეა მუნიციპალიტეტს საბოტაჟს უწყობენ.

სიჭინავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით პოლიტიკური რეალობისა და სენაკელების არჩევანის ხელოვნურად, ძალისმიერი ცვლილება.

“ახალი არჩევნების მზადებისთვის დავალება, „ოცნების“ ხელმძღვანელების მიერ სამეგრელოში ბოლო ვიზიტის დროს გაიცა. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს “ოცნების“ წარმომადგენლები უკანონოდ ავალებენ დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზნით, არ გამოცხადდნენ საკრებულოში, რაც წარმოადგენს უკანონობას და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთვის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის თვითმიზანი, მით უფრო იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის “ოცნება“ სენაკის და სენაკელების ინტერესების ხარჯზე.

ამიტომ, ამ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, ვაკეთებთ ღია, საჯარო შეთავაზებას - „ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დავუჭერთ.

დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხიანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი.

თუ “ოცნების“ წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებიან, ვიტოვებთ შესაძლებლობას ჩვენი კანდიდატურა წარვადგინოთ და ყველაფერი გავაკეთით იმისთვის, რომ სენაკში მუნიციპალური კრიზისი დასრულდეს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა