კახა კალაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ბოროტი ძალაა - ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები შეჭამოს, გამოიყენოს და მიაგდოს

"ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ბოროტი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტიები, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს ეს პარტიები და შემდეგ მიაგდოს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი უგულავას იდეა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ქოლგა პარტია იყოს.

კახა კალაძის შეფასებით, ამ იდეას არავითარი პერსპექტივა არ აქვს და მარცხისთვის განწირულია.

"არაერთი მაგალითი გვინახავს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, არაერთი მაგალითი გვინახავს იმ კონკრეტული პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების "ბულინგი", ვინც კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცაში არ ეთანხმებოდა ან ეწინააღმდეგებოდა მათ გადაწყვეტილებებს, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორი "ბულინგი" მიდიოდა იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც პარლამენტში შესვლის მიმართ განცხადება გააკეთეს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს პროექტი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება