ეკა გიგაური - თუ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი დღევანდელ პრობლემებს არ დაეხმარება, ვფიქრობ, რომ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი აქ არ იქნება

მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ინიცირებული პროცესის შედეგად, დღევანდელობაში ჩვენ გარკვეული ცვლილებები მივიღოთ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა გარკვეული წვლილი შეიტანოს დღევანდელი პრობლემების გადაჭრაში.

„ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. გვაქვს პრობლემები დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. მართლმსაჯულებაში არის ბევრი პრობლემა, ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ზეპარტიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გამოვლენ კონკრეტული, მნიშვნელოვანი ინიციატივებით, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს მოაგვარებენ ან ყოველ შემთხვევაში, მცდელობა იქნება, რომ დღევანდელი პრობლემები მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წარსულის შეფასება, ესეც არის პროცესი, თუმცა თუ ეს პროცესი არ დაეხმარება დღევანდელ პრობლემებს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ როლი აქ არ იქნება წარმოდგენილი. დღეს რა გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ. მოლოდინი ეს არის და კიდევ ვის მოეწონება ან არ მოეწონება, ეს უნდა იყოს ზეპარტიული რამ, რაც კიდვ ერთხელ დაეხმარება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების საკითხს, მოლოდინები პრეზიდენტის მხრიდან იყო, რომ კონკრეტულ კანონპროექტებზე ვეტო დაედო. კი, მას შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მე მის ადგილზე ვეტოს დავადებდი და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან არასწორი იყო,“ - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით, ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას მართავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს