თამარ ალფაიძე - თუ საჭირო გახდა, სისტემის წინააღმდეგაც წავალ და ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ დავიცვა მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები

თუ საჭირო გახდა, სისტემის წინააღმდეგაც წავალ და ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ დავიცვა მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა ერთ- ერთმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ განაცხადა.

ალფაიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მონაწილეობს პროცესში და არ გამორიცხავს, რომ თუ ამ თანამდებობაზე აირჩევენ, შესაძლოა, ლონდა თოლორაიას მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს.

კითხვაზე მას შემდეგ, რაც ლონდა თოლორაიას უწყების კრიტიკული დასკვნების შემდეგ გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, ექნება თუ არა განცდა, რომ ხელისუფლების კრიტიკის შემთხვევაში, კვლავ დახურავენ სამსახურს და მასაც გაათავისუფლებენ, ალფაიძე აღნიშნავს, რომ ალბათ, ექნება ეს განცდაც.

„კი მექნება, ალბათ, ეს განცდაც და თუ მსგავსი სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდები, გპირდებით, დამოუკიდებლად ვიმოქმედებ, მეც (ლონდა თოლორაიას) იდენტურ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდე,"- აცხადებს ალფაიძე. კითხვაზე წავა თუ არა სისტემის წინააღმდეგ, ალფაიძე აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მოქალაქეების უფლებების დასაცავად, ამას გააკეთებს.

„გააჩნია, რომელი სისტემის წინააღმდეგ. სისტემა თვითონ არის ჩამოსაყალიბებელი, გასავითარებელი და გასაძლიერებელი და რატომ უნდა წავიდე სისტემის წინააღმდეგ? თუ საჭირო გახდა, სისტემის წინააღმდეგაც წავალ და ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ დავიცვა მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები,"- აცხადებს ალფაიძე.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ალფაიძე მიიჩნევს, რომ ეს არ იყო პერსონიფიცირებული პროცესი.

„სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა, ეს არ იყო პერსონიფიცირებული პროცესი, ეს იყო ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომ ორგანო ორ რგოლად გაყოფილიყო. ამიტომ დაველოდოთ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებასაც, მაგრამ დაველოდოთ გაზაფხულს. მე ამ პროცესში ჩავერთე დამოუკიდებლად და შესაბამისად, მოლოდინებიც შესაბამისი მაქვს. ეს ის სამსახურებია, სადაც სხვა შეხედულებები, წინათქმები არ უნდა იყოს გათვალისწინებული. ვფიქრობ, პროცესი დაიცლება ყველანაირი პოლიტიკური ინტერესებისგან და გაგრძელდება დამოუკიდებლად“, - განაცხადა ალფაიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად