გიორგი კაპანაძე - გიორგი ვაშაძე პარტიული ინტერესების გამო ანტისაბანკო განწყობებს აღვივებს, რაც საგანგაშო და მავნებლურია

სამწუხაროა, რომ გიორგი ვაშაძე საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ანტისაბანკო განწყობებს აღვივებს. ვფიქრობ, მისი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებები ამის ნათელი გამოხატულებაა“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს.

მისივე შეფასებით, ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. შესაბამისად, საგანგაშოა, როდესაც ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი, ვიწრო პარტიული მიზნებიდან გამომდინარე, დარტყმის ქვეშ აყენებს მთელ საბანკო სექტორს.

„საპენსიო მომსახურების და მასთან დაკავშირებული საპენსიო გასაცემლების განახლებული ტენდერის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ვაშაძე იმდენად ჩავარდა ეიფორიაში, რომ ჩათვალა, განახლებული სატენდერო დოკუმენტაცია მისი „დამსახურებაა“. რეალურად, ვაშაძემ და მისმა პარტიამ, ისიც კი არ იცოდნენ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სიტუაციის შესაცვლელად და თვეების განმავლობაში მხოლოდ პოპულისტური განცხადებებით იფარგლებოდნენ. ამის დასტურია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება გიორგი ვაშაძის ინიციატივებისგან და მისი პოპულისტური რიტორიკისგან“, - აღნიშნა კაპანაძემ.

„აფბას“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გიორგი ვაშაძეს და მის გუნდს "მადა ჭამაში მოუვიდა" და მორიგი ინიციატივაც გაჟღერდა, რომელიც პენსიონერებისთვის "საბანკო სექტორისგან დასაცავად" სამართლებრივი დახმარების ცენტრის შექმნას გულისხმობს.

„უნდა ითქვას, რომ მსგავსი ნაბიჯით, გააზრებულად თუ გაუცნობიერებლად, ვაშაძემ დარტყმის ქვეშ დაყენა მთლიანად ფინანსური სექტორი. ამ ნაბიჯის ფონზე გამოდის, რომ "სტრატეგია აღამშენებელი" უკვე მთელ საფინანსო სექტორს "თაღლითობაში ადანაშაულებს. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მიდგომა საგანგაშო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ადამიანს რამენაირად უნდა განვუმარტოთ, რომ არ შეიძლება ვიწრო პარტიული პოპულისტური ინტერესების გამო, შეტევის მიტანა ისეთ სენსიტიურ სექტორზე, როგორიც ბანკები და საფინანსო ინსტიტუტებია. იმედი მაქვს ვინმე გამოჩნდება მის პარტიაში ისეთი, ვინც ბატონ ვაშაძეს დაეხმარება მისი მავნებლური პოლიტიკის გაცნობიერებაში",- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო