სერგო ჩიხლაძე - პრემიერის განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ის სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნებითაა გაკეთებული, რათა  მოსახლეობა შეაგუოს, რომ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ნორმაა

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნებისთვისაა გაკეთებული, რათა მოსახლეობა შეაგუოს, რომ “გარდაცვალებისა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ცუდად მართული პანდემია ნორმაა”.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა ვაქცინირებულებთან დაკავშირებით ფაქტები დამალა, მათ შორის ის, რომ ჰოსპიტალში მოხვედრილთა 93%, ხოლო ინფიცირებულთა თითქმის 90% ვაქცინირებული არ არის.

“პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი განცხადება, რომელიც არ ემყარებოდა არანაირ მტკიცებულებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ეს დიდ ზიანს მოუტანს სამომავლოდ ნდობის არსებობას საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. თანაც, პრემიერმა დამალა ფაქტები ვაქცინირებულებთან დაკავშირებით - ჰოსპიტალში მოხვედრილთა 93% ვაქცინირებული არ არის; ინფიცირებულთა თითქმის 90% ვაქცინირებული არ არის; სხვა ქვეყნების მაგალითები, ვაქცინაციამ რა შედეგი გამოიღო და რატომ გვაქვს ამ ქვეყნებზე გარდაცვალების 5-ჯერ მეტი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე; ან ახალი შემთხვევების რაოდენობა “ომიკრონის” პირობებში რატომ გვაქვს 5-ჯერ მეტი ერთ სულ მოსახლეზე ბრიტანეთთან შედარებით. ამიტომ, მტკიცებულებებს მოკლებული, პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებაა და სავარაუდოდ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეაგუოს, რომ მათი თქმით, დიახ, გარდაცვალებისა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ცუდად მართული პანდემია არის ნორმა; რომ ეს არის მართვის მოდელი და მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ პროტესტის გრძნობა, ან მოსთხოვა მთავრობის მიმართ, რომ პანდემია წესიერად მართონ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს