კოკა კაციტაძე - თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დავიცვა ჩემი თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები ხშირად ექცევა დაუმსახურებლად პოლიტიკური გავლენების ქვეშ, მას ესვრიან ტალახს და დაუმსახურებლად აკრიტიკებენ, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას დეპუტატები უსმენენ.

როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, აღნიშნული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისი არჩევის შემთხვევაში, გააკეთებს ყველაფერს სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და თანამშრომლების პოლიტიკური გავლენებისგან დასაცავად.

„გაჟღერდა კითხვა, რომ რაღაც საქმეებზე პოლიტიკური მოტივი თუ გინახავთო, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ასეთ საგამოძიებო ორგანოებთან მიმართებით ყოველთვის არსებობს მაღალი პოლიტიკური ინტერესი და ასეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები ხშირად ექცევა დაუმსახურებლად პოლიტიკური გავლენების ქვეშ, მას ესვრიან ტალახს და დაუმსახურებლად აკრიტიკებენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სამსახურის განვითარებისთვის. ამიტომ, ჩემი ამ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს როგორც უფროსი, იმ საკანონმდებლო ბერკეტებიდან გამომდინარე, რაც ამ სამსახურს აქვს, რომ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დავიცვა ჩემი თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან, რომ მათ ეფექტურად და დამოუკიდებლად აწარმოონ მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე გამოძიება,“- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა