დმიტრო კულება რუსეთის ძალების ნაწილის გასვლაზე - ასეთი წესი გვაქვს: ნუ დაიჯერებ იმას, რაც გესმის, დაიჯერე ის, რასაც ხედავ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ყველა ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს. „ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: ნუ დაიჯერებ იმას, რაც გესმის, დაიჯერე ის, რასაც ხედავ. როდესაც დავინახავთ, რომ რუსეთს ძალები გაჰყავს, დავიჯერებთ დეესკალაციას,“- აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება.