გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას პოლიტიკური ბულემია სჭირს - როცა შანსი უჩნდება, ძალაუფლების არცერთ ნამცეცზე უარს არ ამბობს და ოპოზიციის დაჩაგვრის შანსს ხელიდან არ უშვებს

ბადრი ჯაფარიძისნაირი ოპოზიციონერი უნდა ინატრო, თუ ცივილიზებული პოლიტიკა გინდა, მაგრამ ხელისუფლების ამ პოლიტიკურმა გაუმაძღრობას ისევ პოლარიზაციისკენ მიჰყავს პროცესი, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატების, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების „პოლიტიკურ გაუმაძღრობაზე“ მეტყველებს.

„ერთი მხრივ, ოპოზიცია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს - ის ძალიან მერყევი და ცვალებადია თავისი მოქმედებების ტაქტიკაში. მეორე მხრივ, ხელისუფლებას სჭირს პოლიტიკური ბულემია, რომელსაც, შანსი რომ უჩნდება, ძალაუფლების არცერთ ნამცეცზე უარს არ ამბობს და ოპოზიციის დაჩაგვრის შანსს ხელიდან არ უშვებს. ხელისუფლება ასე არ უნდა მოქცეულიყო. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს მთელი პოლიტიკური ელიტის კრიზისი - როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მან ასევე ერთმანეთს შეადარა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ის ხელისუფლებაში იყო და აღნიშნა, რომ მთავრობაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სისტემურად არაფერი შეუცვლია.

„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემდეგ სისტემურად არაფერი შეუცვლია. ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ არაფერი შეცვალა. მისი ამოცანა, რომელიც, სამწუხაროდ, გვიან გავარკვიე, არ იყო სისტემური ცვლილებები. მისი ამოცანა იყო სისტემის გადმობარება. მისი ამოცანა იყო წაერთვა მისთვის ძალიან მოსაწონი სისტემა მიშასთვის, იგივენაირად დაეტოვებინა და კიდევ უფრო განევითარებინა მთელი თავისი მანკიერებით და სისუსტეებით. ივანიშვილმა უბრალოდ აიღო იგივე და განავითარა - მას ის არცერთი მიმართულებით შეუცვლია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს