სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება. აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

ამასთან დაკავშირებით “საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო. პროექტს ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

როგორც კახიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.

„დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა