დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების გადაცემაზე იმუშავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების გადაცემაზე იმუშავებს.

კირკიტაძე იმედოვნებს, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ ან მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ხელის შეშლა არ იქნება, რადგან ქონების გადაცემას მხარი რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა.

„სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად რუსთავშიც დასრულდა „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა, რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური, „ენმ“ წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს ჩვენ ვიწყებთ წარდგენილი პროგრამის განხორციელებას, თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი იმუშავებს იმაზე, რომ მოქალაქეებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. იქნება ეს ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები თუ სხვა, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს.

ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე, რომელიც დაიწყებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქონება ჰქონდეთ რუსთაველებს, იყვნენ უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიდრე დღეს არიან. კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მათი მაღალჩინოსნებისთვის არ ენანება ჰექტრობით მიწის ნაკვეთები საუკეთესო საკურორტო ადგილებზე, მაგრამ ენანებათ რუსთაველებს გადასცენ 600-900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში არ იქნება შეფერხება „ქართული ოცნების“ ან მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა რუსთავის უმრავლესობამ და თუ არსებობს რაიმე ბარიერი, ჩვენი მხრიდან მოხდება მთელი რიგი კანონპროექტების დაინიცირება, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების გადაცემაზე იმუშავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების გადაცემაზე იმუშავებს.

კირკიტაძე იმედოვნებს, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ ან მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ხელის შეშლა არ იქნება, რადგან ქონების გადაცემას მხარი რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა.

„სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად რუსთავშიც დასრულდა „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა, რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური, „ენმ“ წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს ჩვენ ვიწყებთ წარდგენილი პროგრამის განხორციელებას, თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი იმუშავებს იმაზე, რომ მოქალაქეებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. იქნება ეს ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები თუ სხვა, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს.

ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე, რომელიც დაიწყებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქონება ჰქონდეთ რუსთაველებს, იყვნენ უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიდრე დღეს არიან. კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მათი მაღალჩინოსნებისთვის არ ენანება ჰექტრობით მიწის ნაკვეთები საუკეთესო საკურორტო ადგილებზე, მაგრამ ენანებათ რუსთაველებს გადასცენ 600-900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში არ იქნება შეფერხება „ქართული ოცნების“ ან მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა რუსთავის უმრავლესობამ და თუ არსებობს რაიმე ბარიერი, ჩვენი მხრიდან მოხდება მთელი რიგი კანონპროექტების დაინიცირება, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის