ელენე ხოშტარია - „დროას" გუნდი „ლელოს“ ოფისში მოვედით ბადრი ჯაფარიძის მხარდასაჭერად, იმ ძალიან ღია უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს

ჩვენ დღეს ,,დროას" გუნდი მოვედით ბადრი ჯაფარიძის მხარდასაჭერად, იმ ძალიან ღია უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს, - ამის შესახებ „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტია ,,ლელოს" ოფისში კონსულტაციის დაწყებამდე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, პარლამენტში შეშვება-არშეშვებას ივანიშვილი წყვეტს, სწორედ ამიტომ არ არის იგი ამჟამად პარლამენტში. მისი თქმით, ,,პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს კიდევ ერთი წერტილი დაესვა".

„გუშინ რაზეც ისაუბრა კობახიძემ, ეს არის პირდაპირ გამოწვევა. აქ არის საუბარი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც სისტემას დაუპირისპირდება, მის მიმართ კონსტიტუცია აღარ მოქმედებს და პარლამენტი არის რაღაც თავშეყრის ადგილის, სადაც როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, იმის მიხედვით ვიღაცას შეუშვებენ, ვიღაცას არ შეუშვებენ. მე პირადად, ამიტომ არ ვარ ამ პარლამენტში. ჩემთვის პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს კიდევ ერთი დიდი წერტილი დაესვა. ამასთან, ბადრი ჯაფარიძეს ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ამ უსამართლო ბრძოლაში და გვექნება საუბარი, კონკრეტულად როგორ ხედავს ის, რუსთავის არჩევნებს", - განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360 გრადუსი", ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს არის საშიში განცხადება. მისივე თქმით, მათთვის კონსტიტუცია არ არსებობს.

,,ეს არის ღია განცხადება პირველ რიგში იმის, რომ კონსტიტუცია ამ ქვეყანაში მათთვის არ არსებობს, მეორე, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პარლამენტი არის ჩემი ოთახი, სადაც მე გადავწყვეტ, ვინ შემოვა და ვინ გავა, ეს დამოკიდებულია იმაზე, მე ის მომწონს თუ არ მომწონს. ეს საშიში განცხადებაა", - განაცხადა ხოშტარიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს