ირაკლი ღარიბაშვილი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა კომპანია Jigsaw Google-ის დამფუძნებელთან ჩვენი სამომავლო პარტნიორობის განსახილველად

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კომპანია Jigsaw Google-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ჯარედ კოენთან შეხვედრა ჩვენი სამომავლო პარტნიორობის განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს კიბერსაფრთხეებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„ციფრული და კიბერსივრცის უსაფრთხოება, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოსთვის მუდმივ საჭიროებად იქცა, რადგან კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს