ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმერეთში მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო პირველი ლოკაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებმა მოინახულეს.
„თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა განათლების ახალმა სივრცემ მოხიბლა ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის წარმომადგენლები. ქუთაისი, როგორც მზარდი საგანმანათლებლო პროექტების ქალაქი, საქართველოს შესახებ მომზადებულ სტატიებში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდება ისეთი გამოცემების ფურცლებზე როგორებიცაა: The New York Times, BBC, Forbes, Independent, Magazine, Marie Claire, Sunday Times და Sueddeutsche zeitun”. იმერეთში ტურის ფარგლებში მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტები მოინახულებენ ქუთაისსა და წყალტუბოს. ეწვევიან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"