დავით ზალკალიანი - ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ მიუღებელია დღევანდელ მსოფლიოში საუბარი გავლენის სფეროებზე - ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გაჟღერდა

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველ რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებულია, - ამის შესახებ ვიცე -პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო, მაქსიმალურად არიან ჩართული ამ პროცესში.

"აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაინც არსებობს კიდევ საშუალება დიპლომატიური გზით, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე განვითარება, ანუ ომი და ინტერვენცია. რა თქმა უნდა, ამას უმძიმესი შედეგები ექნება პირველ რიგში, უკრაინისთვის, მაგრამ მთლიანად ევროპული რეგიონისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის, ევროპისთვის და საერთო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უსერიოზულესი გამოწვევა იქნება. ის ფაქტი, რომ მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო, მაქსიმალურად არიან ჩართული ამ პროცესში. ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ომი თავიდან აცილებული იყოს. ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება მათი მცდელობები. ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ მიუღებელია დღევანდელ მსოფლიოში საუბარი გავლენის სფეროებზე და იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უპირატესი უფლება, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. ამაში ყველა თანხმდება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გაჟღერდა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ძირითადი პანელი უკრაინაზე იყო ფოკუსირებული და საქართველოს თემატიკაც ძალიან მკაფიოდ გაჟღერდა. დავით ზალკალიანის თქმით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო დავიწყებული არ არის.

„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, სამხრეთ კავკასია, რადგანაც სამხრეთ კავკასიაც გარკვეულწილად მოწყვლადია. ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესია და ამიტომ, ყველაფერს აქვს შესაბამისი გავლენები, სწორედ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი, ამიტომ, აუცილებელია, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე საფრთხეები. სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი იგივე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს ამ მცდელობებს"-, აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს