ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების მიმართვა რუსეთისადმი მათი სუვერენიტეტის აღიარებისა და სახელმწიფო სათათბიროს დადგენილების მოთხოვნით“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების თხოვნით მიმართეს.

რამდენიმე დღის წინ კი რუსეთი დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისკენ მოუწოდებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა