გიორგი ვაშაძე - თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა, ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება - მაქვს ინფორმაცია, გენერლებმა მიმართეს პუტინს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ამისთვის მზად არ არიან

მაქვს ინფორმაცია, რომ გენერლებმა მიმართეს პუტინს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისინი ამისთვის მზად არ არიან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კიევიდან ჩართვისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიან ომს რუსეთი ვერ გაბედავს.

„იმიტომ, რომ დღეს უკრაინა არ არის 2014 წლის უკრაინა, როდესაც მთელი გენერალიტეტი რუსეთის მსახური იყო და არა დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის. უკრაინაში დღეს არის ჯარი, არის მებრძოლი სული. უკრაინა არის ავტოკეფალური ეკლესიის მქონე სახელმწიფო, უკრაინა არის დასავლური სამყაროს ძლიერი პარტნიორი და არ მგონია, რომ პუტინმა გაბედოს საბოლოო ჯამში ფართომასშტაბიანი ომი. ამიტომ რუსეთი ახლა სახის შენარჩუნებისთვის გეგმავს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა, ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ გენერლებმა მიმართეს პუტინს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისინი ამისთვის მზად არ არიან. აქედან გამომდინარე, პუტინისთვის ეს მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციაში საქართველოს პოზიციას, როგორც ვაშაძე ამბობს, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ქვეყანას ცუდად დაუტრიალდება.

„მაგრამ არა მარტო „ქართული ოცნებაა“ საქართველო, ჩვენც ვართ - საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი პოზიციით შეგვიძლია გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ადგილი არ ეყო მკაფიო პოზიცია გამოეხატა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები ვართ გამბედავები, არ გვეშინია, გვაქვს ერთი ადგილი და ჩვენს პოზიციას აუცილებლად გამოვხატავთ საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა ვაშაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი ვაშაძე - თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა, ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება - მაქვს ინფორმაცია, გენერლებმა მიმართეს პუტინს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ამისთვის მზად არ არიან

მაქვს ინფორმაცია, რომ გენერლებმა მიმართეს პუტინს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისინი ამისთვის მზად არ არიან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კიევიდან ჩართვისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიან ომს რუსეთი ვერ გაბედავს.

„იმიტომ, რომ დღეს უკრაინა არ არის 2014 წლის უკრაინა, როდესაც მთელი გენერალიტეტი რუსეთის მსახური იყო და არა დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის. უკრაინაში დღეს არის ჯარი, არის მებრძოლი სული. უკრაინა არის ავტოკეფალური ეკლესიის მქონე სახელმწიფო, უკრაინა არის დასავლური სამყაროს ძლიერი პარტნიორი და არ მგონია, რომ პუტინმა გაბედოს საბოლოო ჯამში ფართომასშტაბიანი ომი. ამიტომ რუსეთი ახლა სახის შენარჩუნებისთვის გეგმავს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომზე წავა, ეს რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ გენერლებმა მიმართეს პუტინს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, რადგან ისინი ამისთვის მზად არ არიან. აქედან გამომდინარე, პუტინისთვის ეს მძიმე გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციაში საქართველოს პოზიციას, როგორც ვაშაძე ამბობს, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ქვეყანას ცუდად დაუტრიალდება.

„მაგრამ არა მარტო „ქართული ოცნებაა“ საქართველო, ჩვენც ვართ - საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი პოზიციით შეგვიძლია გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ადგილი არ ეყო მკაფიო პოზიცია გამოეხატა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები ვართ გამბედავები, არ გვეშინია, გვაქვს ერთი ადგილი და ჩვენს პოზიციას აუცილებლად გამოვხატავთ საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი