კარლ ჰარცელი დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებაზე“ - ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა - ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან, თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი

ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა და არის მაგალითი იმისა, რა საფრთხეს უქმნის ყველას, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები პარტნიორებთან კონსულტაციებს გადიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

„ევროპელი ლიდერები უკვე გამოვიდნენ და დაგმეს შესაძლო ყველაზე ძლიერი გზით პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკისა აღიარების შესახებ. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა. ეს არის მაგალითი იმისა, რა საფრთხეს უქმნის ყველას, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა.

ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი. ჩვენ, ასევე, ველით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ვითარებიდან,“- განაცხადა ჰარცელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს