„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში ინიციატივით შედის, რომ მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და კიევის სახელი ეწოდოს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში ინიციატივით შედის, რომ მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი ეწოდოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანმა, ანა გოგოლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სირცხვილია, ერთსა და იმავე ქალაქში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სახელობის ქუჩები გვქონდეს და ამავდროულად, მათთან ერთად, ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა არსებობდეს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა, სადაც ვითარება დღითიდღე უკიდურესად იძაბება, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის საფრთხის ქვეშ, ისევე როგორც ეს იყო ჩვენს შემთხვევაში 2008 წელს.

დღეს, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში უნდა იდგეს წარსულის ერთხელ და საბოლოოდ გადააზრების და შესაბამისად, პრიორიტეტების განსაზღვრის საკითხი. წარსულის და არსებული რეალობის გათვალისწინებით, პარადოქსია, რომ თბილისის ერთ-ერთ დიდ გამზირს წლებია აქვს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის, მოსკოვის სახელწოდება. იმ ქვეყნის, რომელიც საუკუნეებია საქართველოს დამოუკიდებლობას და განვითარებას ებრძვის და მცოცავ ოკუპაციას, მოქალაქეთა გატაცებებს და ჰიბრიდული ომს დღემდე აგრძელებს. ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ დავიწყეთ საბჭოთა ტოპონიმიკის ჩამოშორება და ძველი ქუჩების თუ სოფლების რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული სახელების ჩანაცვლება. სირცხვილია, ერთსა და იმავე ქალაქში გვქონდეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სახელობის ქუჩები და ამავდროულად მათთან ერთად არსებობდეს ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა.

აქედან გამომდინარე, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდებისა, გამზირს დაერქვას უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრის, საზიარო ღირებულებების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას