თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სასამართლო პროცესი იმართება.
დღევანდელ პროცესზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან და რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირების ეპიზოდს განიხილავენ, რომელშიც დაზარალებულად ცნობილი არიან „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და „პირველი არხის” ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
დღევანდელ პროცესს 6 ბრალდებული დაესწრება. ბრალდების მხარე მოწმის სახით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტს დაკითხავს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"