შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს იმ ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით, იმ საშუალებებით, რომელიც აქვს - ჩვენ მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ იყვნენ მტკიცე და გადამწყვეტი

საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს იმ ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით, იმ საშუალებებით, რომელიც მას აქვს. ეს არის მთავარი. ჩვენ მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ იყვნენ მტკიცე, გადამწყვეტი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის შეკითხვას, რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს უერთდება თუ არა საქართველო.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელმძღვანელობენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ამ პრინციპებისა და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად დაუდგება გვერდში უკრაინას. რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, მათ შორის, მისი გუშინდელი მიმართვა და პოზიცია ნამდვილად პატივსაცემია, როდესაც ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იქნას დაშვებული, ყველანაირი ზომები უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები სხვა ბერკეტების მეშვეობით აღსრულდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებაც სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ისარგებლებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან წარმოებულ ისტერიას, ეს იქნება სანქციები, რეზოლუცია თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, კარნახით ან მათთან შეთანხმებით", - აცხადებს პაპუაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ როდესაც ისმის კითხვა, უერთდება თუ არა საქართველო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს, როგორც პაპუაშვილი პასუხობს, მთავარი მიზანი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინელი ხალხის, საქართველოს უსაფრთხოება და ამ პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.

„საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელიც ამ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი. ჩვენ არათუ მხარს ვუჭერთ, არამედ მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას იყვნენ მტკიცე, მკაფიო საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ შორის, სიგნალების გაგზავნაში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აღსრულების უზრუნველყოფა ჰქვია. აქ უნდა შევხედოთ შესაძლებლობებს, ყველა ვხვდებით, რომ ახლა ბერკეტები ევროკავშირის, ნატო-ს თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელში არსებობს და ეს ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, თუ რას გულისხმობს უსაფრთხოებაში, როდესაც ამაზე მიუთითებს.

„სწორედ ეს არის, რაზეც მე ვსაუბრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი წამოწიოს. როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე, თქვენ აკვირდებით, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს იღებს იქიდან გამომდინარე, რა ბერკეტებიც გააჩნია მას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე